• სომხეთი სომხეთის რესპუბლიკა  ( სომხ.  Հայաստանի Հանրապետություն Hayastani Hanrapetutyun), სახელმწიფო ამიერკავკასიაში . აღმოსავლეთით...
  • საქართველო საქართველო  — სახელმწიფო  ევრაზიაში ,  კავკასიაში ,  შავი ზღვის  აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება...
  • ჩვენ შესახებ საქართველოსა და სომხეთს კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. მათ შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა შუა...

ჩვენ შესახებ

საქართველოსა და სომხეთს კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. მათ შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა შუა საუკენეებში დამყარდა, როდესაც ორივე ქვეყანა ჩაერთო ნაყოფიერ კულტურულ დიალოგში და გაერთიანდა მეზობელი მუსლიმური იმპერიების წინააღმდეგ. დღეს  საქართველოში დაახლოებით 248,929 ეროვნებით სომეხი ცხოვრობს, მათ შორის 90,373 ჯავახეთში და 73,229 თბილისში. ქართვული ეროვნული უმცირესობა სომხეთში გაცილებით მცირერიცხოვანია ვიდრე საქართველოში.

საქართველო და სომხეთი ტრადიციულად ყოველთვის იყვნენ სავაჭრო პარტნიორები. მათ ასევე ჰქონდათ ძლიერი ეკონომიკური კავშირი.  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მუდმივად არამდგრადი გარემოს გამო, ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო განვითარებისათვის კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ევროკავკასიის შექმნა  გულისხმობს კანონმდებლობისა და პრაქტიკის რეფორმირებისათვის ხელისშეწყობას, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესებას.  

ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობა (CBC) არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP)  განუყოფელი კომპონენტი, რომელიც აძლევს როგორც ევროპის წევრ-სახელმწიფოებს, ასევე პარტნიორ ქვეყნებს რეგიონული თანამშრომლობის ინიცირების შესაძლებლობას. ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამები, რომლებიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება მოიცავს აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მდებარე ქვეყნებს. ევროკავშირის ტრანს-სასაზღვრო პოლიტიკის ძირითადი მიზანებია მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში.

სომხეთსა და საქართველოს შორის მთლიანი სახელმწიფო სასაზღვრო ზოლი 225 კილომეტრს იკავებს. აქ განლაგებულია სასაზღვრო პოსტები.   ორ ქვეყანას შორის დემარკაციის შედეგად საზღვრის ძირითადი ნაწილი უკვე შეთანხმებულია, თუმცა პროცესი ჯერაც გრძელდება. საქართველო სომხეთის ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია. სომხეთში და სომხეთიდან იმპორტირებული და ექსპორტირებული საქონლის უმეტესი რაოდენობა მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის გავლით. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ორ ქვეყანას შორის ყოველ წელს იზრდება.  

ბოლო წლების განმავლობაში ორივე ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.  რა თქმა უნდა, რეფორმამ გავლენა მოახდინა საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე მუნიციპალიტეტებზეც. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამის შედეგად ტრანს-სასაზღვრო არეალში გაუმჯობესდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და სოციალურ - ეკონომიკური სიტუაცია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მეტ ყურადღებას მოითხოვენ.

1998 წლიდან სახელმწიფო დონეზე ურთიერთობის მიზნით მოქმედებს ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, რომელთა თანათავჯდომარეები ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები არიან. კომისია შედგება სამინისტროების მაღალი რანგის ოფიციალური პირებისაგან და წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თემაზე სადისკუსიო რეგულარულ ბაზას. 




უკან