• სომხეთი სომხეთის რესპუბლიკა  ( სომხ.  Հայաստանի Հանրապետություն Hayastani Hanrapetutyun), სახელმწიფო ამიერკავკასიაში . აღმოსავლეთით...
  • საქართველო საქართველო  — სახელმწიფო  ევრაზიაში ,  კავკასიაში ,  შავი ზღვის  აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება...
  • ჩვენ შესახებ საქართველოსა და სომხეთს კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. მათ შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა შუა...

სომხეთი

სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն Hayastani Hanrapetutyun), სახელმწიფო ამიერკავკასიაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სამხრეთით ირანს, დასავლეთით თურქეთს და ჩრდილოეთით საქართველოს. დედაქალაქი - ერევანი.

სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს 4 ნაწილად ყოფენ:

  • ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის);
  • ცენტრალურ ვულკანურ მხარეს უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაკის, აშოცის, სევანის ქვაბულები);
  • სამხრეთი მხარე მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობების ქსელს;
  • შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე 800-1000 მ).

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.

სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდენი, სვარანაცი და სხვა), პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი), ბენტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდიდარია მინერალური წყლებით.

ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ-ს. მნიშვნელოვანი მდინარეები - არაქსირაზდანი; ტბა - სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.

 




უკან